ირაკლი გიორგაძის გამოფენა
გალერეა „ფოტოატელიე” ირაკლი გიორგაძის პერსონალურო გამოფენაზე გეპატიჟებათ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტოხელოვანის ბოლო პერიოდის 30-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც ურბანულ და სპონტანურად დაფიქსირებულ სცენებს ასახავს. ირაკლი გიორგაძე ტრადიციული მეთოდით, ფირზე მუშაობს, არის არაერთი ფოტო გამოფენის მონაწილე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გამოფენა 28 ნოემბრამდე გაგრძელდება
