გმირის გახსენება
8 წელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციიდან და ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხარაბაძემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ცისკარიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს. მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ივანე გოლაშვილი, რომელიც 2017 წელს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“
