უკრაინის დილემა
27 ნოემბრამდე უკრაინის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, იღებს თუ არა ტრამპის მიერ შეთავაზებულ 28 პუნქტად გაწერილ გეგმას. ზელენსკი აცხადებს, რომ ეს დილემა ყველაზე რთულია, რაც უკრაინისთვის აქამდე მდგარა, მით უმეტეს მოახლოებული ცივი ზამთრის ფონზე. სამშვიდობო ხელშეკრულების ავტორები კი მიანიშნებენ, რაც უფრო გაიწელება შეთანხმება, მით უფრო ცუდი ვარიანტები იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე. ევროპელებისთვის კი უკვე არსებული ვარიანტიც ცუდია, ლიდერების ნაწილი უკვე ცდილობს შეთანხმების ჩასწორებას, განსაკუთრებული ყურადღება კი, როგორც მედიაში იწერება ოთხ პუნქტზეა: ტერიტორიული საზღვრები, სამხედრო ძალის ლიმიტი, უსაფრთხოების გარანტიები და გაყინული აქტივები - ეს ის თემებია, რომლებზეც ჩანაწერი ევრო-ლიდერებს არ აკმაყოფილებთ
სიუჟეტის ავტორი: ია შათირიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
