„გურია საძველეში – ღვინის და კერძის ფესტივალი” დაიწყო
„გურია საძველეში – ღვინის და კერძის ფესტივალი” დაიწყო. ისტორიულ სივრცე „საძველეში“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ საინტერესო გურული ღვინოები, ადგილობრივი ჯიშები და ტრადიციული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციები. გურიიდან ჩამოსული მეღვინეები, კულინარები და ფერმერები კი სტუმრებს გააცნობენ თაფლს, ჩაის, ჯანჯუხს და სხვა ადგილობრივ პროდუქტებს
