შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. ბრალდებულმა თბილისში, საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ძვირფასი ნივთები და ფული მოიპარა. შემდეგ კი მიიმალა. მოპარული ნივთები ამოღებულია. დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება
