შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა. იაშარ ქადიოღლუმ გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით. სწორედ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა
