ამერიკაში საქართველოს ელჩი, იუტას შტატის სენატის სპიკერს, ვიცე-გუბერნატორს, იუტას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გენერალურ დირექტორს და სტირლინგის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკაში საქართველოს ელჩი, იუტას შტატის სენატის სპიკერს, ვიცე-გუბერნატორს, იუტას მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გენერალურ დირექტორს და სტირლინგის ფონდის პრეზიდენტს შეხვდა. იუტას შტატის გუბერნატორმა, საქართველოს დელეგაციას საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და რეგიონში დაკავშირებადობისთვის საქართველოს გამორჩეულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ როლზე. ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი ინიციატივებისა და განათლების სამინისტროს პროგრამების ხელშეწყობისთვის შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან და პროფესიული ლიცენზირების დეპარტამენტთან
