ზელენსკი: უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი
უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად რთული ზამთარი - ეს ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვიდან მცირე ნაწილია. უკრაინის პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 27 ნოემბრამდე აქვს. ტრამპის სამშვიდობო გეგმით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ნატო არ გაფართოვდება, ლუგანსკს, დონეცკს და ყირიმს კი დე ფაქტო რუსულ რეგიონებად აღიარებენ
