განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში ორი ადამიანი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში ორი ადამიანი დააკავეს. ერთი ყაზახეთის მოქალაქეა. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ათ გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 40 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“, ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი. ბრალდებულის განმარტებით, მას ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ სარეალიზაციოდ ყაზახეთის მოქალაქე აწვდიდა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე, ამოღებულია 43 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი”. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
