არაბიზაციის მითს და უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას პრემიერ-მინისტრი ეხმიანება
არაბიზაციის მითს და უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას პრემიერ-მინისტრი ეხმიანება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსაფუძვლო სპეკულაციები მიმდინარეობს იმ პროექტზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პრემიერ მინისტრმა კონტრაქტის საჯაროობის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა რომ კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა და ამ მიმართულებით ცრუ კამპანიის სათავეში იდგა მამუკა ხაზარაძე, რომელსაც იდენტური მოთხოვნა ჰქონდა ანაკლიის პროექტზე
