შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, თურქეთის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, შეხვდა. ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადი-ოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით. სწორედ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა - დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ
