ბინები დევნილი ოჯახებისთვის
სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა - იძულებით გადაადგილებულ 300-ს ოჯახს სახელმწიფო სახლს უყიდის. აღნიშნული ოჯახების სია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, სახლის შესარჩევად ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. საცხოვრებლისთვის თანხა კი ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
