შავი ზღვის პლატფორმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აშშ განაგრძობს ამ მიმართულებით საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით, მათ შორის „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის” განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით და ამერიკული ბიზნესებისთვის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაცნობით. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს კიდევ უფრო გააძლიერებს ინიციატივა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აშშ-ის მედიაციით არის შემუშავებული.
