პოლიტიკური შანტაჟი და ავაზაკური რეკეტი
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას, რომელიც წლებია გრძელდება და რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიტანული სასამართლო რამდენიმე დღეში გამოიტანს, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე ზეწოლად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ზეწოლის მიზანია ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური გავლენები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
