„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა
„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა. სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს. „დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო.
