სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრს მარკ იგანს, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრს მარკ იგანს, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ამ ფორმით მინისტრმა იგანს მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას, ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
