განახლებული სკვერი
კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე თბილისში. ნაძალადევის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა. ზღვის უბნის დასახლებაში მოეწყო საპარკო ინფრასტრუქტურა, ბავშვთა გასართობი სივრცე, დასასვენებელი პავილიონი, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა შადრევანი. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან მილიონ 150 ათასი ლარი დაიხარჯა
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ფიჩხნარაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
