ქრთამის აღების ფაქტი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, ორ კვირაში ერთხელ 3 ათას ლარს ითხოვდა. საქმეში დევს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
