ევროკავშირი უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევაში ჩართვას ითხოვს
ევროკავშირი უკრაინის სამშვიდობო ძალისხმევაში ჩართვას ითხოვს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი აცხადებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობაა საჭირო. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილი ომის დასრულების დონალდ ტრამპისეული 28 პუნქტიანი გეგმით უკმაყოფილოა. მათი კრიტიკა მეტწილად იმას ეხება, რომ გეგმის შემუშავებაში ევროპული ქვეყნების პოზიცია არ არის გათვალისწინებული. გერმანიის პირველი დიპლომატი რუსეთისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას ითხოვს, უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის იდეას ეწინააღმდეგება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
