ბათუმში პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა. ახალგაზრდებმა მოისმინეს იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც ბათუმი ევროპულ ქალაქად გადააქციეს, მათ შორის არის ლუკა ასათიანი. „გმირის დღე“ ქვეყნის მასშტაბით ტარდება და საგანმანათლებლო და კულტურულ კომპონენტებს მოიცავს. ინიციატივა პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ფარგლებში დაიგეგმა
