შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლებში ახალი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლებში ახალი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“ დაიწყო. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. დღეს შინაგან საქმეთა აკადემიაში საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ
