პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
