თეთრი სახლის მრჩეველი საშინაო უსაფრთხოების საკითხებში დემოკრატ კანონმდებლებს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ამბოხების მოწოდებაში ადანაშაულებს და მათ ქმედებებს დიფ სთეითს უკავშირებს
თეთრი სახლის მრჩეველი საშინაო უსაფრთხოების საკითხებში დემოკრატ კანონმდებლებს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ამბოხების მოწოდებაში ადანაშაულებს და მათ ქმედებებს დიფ სთეითს უკავშირებს. სტივენ მილერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიფ სთეითის მიერ ე.წ. რუსული ჭორის აგორებიდან 10 წლის შემდეგ, დემოკრატები ახლა ღიად მოუწოდებენ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და არმიას, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წინააღმდეგ აჯანყდნენ.
