თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს
თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი.
