ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიზანმიმართულ თავდასხმას და ბულინგს პრემიერ-მინისტრი ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებად მიიჩნევს
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიზანმიმართულ თავდასხმას და ბულინგს პრემიერ-მინისტრი ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებად მიიჩნევს. ირაკლი კობახიძემ თითოეულ სპორტსმენს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ აგრესია და სიძულვილის ენა წარუმატებელი ადამიანების მიზანმიმართული ქმედებაა, მათი სამიზნე კი წარმატებული ქართველები არიან.
