გარემოს დაცვა
ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, არასათანადო წესით მის ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება. საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დღეს 500- დან 6 000- ამდე ლარს შეადგენს. სწორედ ეს ჯარიმები გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე.
