„იარაღის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
„იარაღის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. ცვლილებების თანახმად, აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი, იმავე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, შეკეთება, ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.
