"შავი შაშვი ჩიო-ოო- და..." - პრემიერა
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ფილმის „შავი შაშვი ჩიოდა“ პრემიერა შედგა. რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის ბიოგრაფიული კინოსურათი, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგისა და გამავრცელებლის, ანზორ ერქომაიშვილის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება, მასწავლებლისა და უფროსი მეგობრის როლს მიხეილ ჯავახიშვილი ასრულებს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
