ოქრუაშვილის განაჩენი რობაქიძის საქმეზე
ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც საქმის არასათანადო გამოძიებას ედავებოდნენ, თუმცა ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში მტკიცებულებები არასაკმარისი იყო.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
