იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ახალდანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო; ისაუბრეს საჯარო სერვისების, ციფრული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარებაზე.
