პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც იმ არასრულწლოვანებს შეეხებათ, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს
პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც იმ არასრულწლოვანებს შეეხებათ, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და მათ ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ. ცვლილებების მიზანია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა.
