ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება. მმართველი გუნდი ამ განცხადებას მუქარად და შანტაჟად აფასებს და ევრობიუროკრატებს ახსენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია, სწორედ ბრიუსელის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული
