მარტა კოსის განცხადება - მმართველი გუნდის შეფასება
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირი ქართული არასამთავრობოებისთვის დაფინანსებას აორმაგებს და მათთვის ამ ფულის გადასაცემად კონკრეტულ გზებს ეძებს, მმართველი გუნდის შეფასებით იმის აღიარებაა, რომ ევროკავშირი ფულის ჩარიცხვის გზებს კანონის გვერდის ავლით ეძებს. მათივე თქმით, ეს განცხადება არის ერთგვარი მითითებაც არასამთავრობოებისთვის. მარტა კოსის ამ განცხადებას ევროპარლამენტართა ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა. ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ამბობს, რომ ბრიუსელი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს.
