ბრიუსელის გადაწყვეტილება - ხელისუფლების შეფასება
ბრიუსელის გადაწყვეტილებას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების შეფასებით ერთადერთი მიზეზი აქვს, ბრიუსელი მზად არ არის მოისმინოს საქართველოს არგუმენტები. მმართველი გუნდის თქმით, ევროკავშირს საკუთარი დღის წესრიგი ცრუ ნარატივზე აქვს აგებული. შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო ევროკავშირმა გადადო, ამის მიუხედავად ოპოზიცია ქართული ოცნების ბრალეულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პრობლემა იყო მათ შორის დელეგაციის შემადგენლობა
