სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია
დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია რვა აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა სომხეთის პრეზიდენტმა
