ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების მინისტრი ჰუავეის სათავო ოფისში იმყოფებოდა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების მინისტრი ჰუავეის სათავო ოფისში იმყოფებოდა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მანდ გივი მიქანაძეს კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები გააცნო, რომელსაც კომპანია სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ჰუავეი თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.
