„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა
„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. წვრთნაში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ.
