შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა, გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
