ბრიუსელში დაგეგმილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, ევროკავშირმა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადადო
ბრიუსელში დაგეგმილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, ევროკავშირმა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადადო. ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ევროკავშირისთვის სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, ბრიუსელი მზად არ არის მოისმინოს საქართველოს არგუმენტები.
