უკრაინა რუსეთისგან ომის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 44 მილიარდი ევროს კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავს
უკრაინა რუსეთისგან ომის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 44 მილიარდი ევროს კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავს. უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბომბვამ და სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებამ, ქვეყნის გარემოს, მათ შორის ტყეებს, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
