ახალი საარჩევნო კოდექსი
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არ ეზღუდებათ - მმართველი გუნდი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მხოლოდ გარე ჩარევებისგან მოქალაქეების დაცვას ემსახურება. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეეძლებათ. ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხვალიდან იწყება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
