ევროკავშირის დემოკრატია
ევროპული იმპერიის მშენებლობა წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვითა და ძალაუფლების ცენტრალიზებით. ბრიუსელის ელიტა ევროპელმა პოლიტიკოსებმა ამხილეს კონფერენციაზე, სახელწოდებით: „კანონის იმპერია ანუ ევროკავშირის მარში დემოკრატიის მიღმა“. სიტყვით გამომსვლელებმა ევროკომისია ორმაგ სტანდარტშიც დაადანაშაულეს და მას თვითმართვადი პოლიტიკური მანქანა უწოდეს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა და მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ბრიუსელი ფინანსურ და პოლიტიკურ წნეხს იყენებს იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც ევროკავშირის მითითებებს არ ასრულებენ. ბრიუსელის ცენტრალური ძალაუფლების მიერ სუვერენულ სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთ მაგალითად კი საქართველოს სიტუაცია დაასახელეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
