ეკოლოგების ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ საფრანგეთი რუსეთში გადამუშავებულ ურანს ხელმეორედ გადამუშავებისთვის აგზავნის და კიდევ ერთხელ გამოსაყენებლად უკან იბრუნებს
ეკოლოგების ორგანიზაცია „გრინფისი“ აცხადებს, რომ საფრანგეთი რუსეთში გადამუშავებულ ურანს ხელმეორედ გადამუშავებისთვის აგზავნის და კიდევ ერთხელ გამოსაყენებლად უკან იბრუნებს. ბირთვული ენეგეტიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას „გრინფისი“ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მორალურად გაუმართლებელს უწოდებს. ურანის გადამუშავების სფეროში თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ჩამონათვალში არ შედის. ორგანიზაციამ რუსეთში გასაგზავნად საფრანგეთის ერთ-ერთ პორტში რადიოაქტიური ელემენტებით ტანკერის დატვირთვის პროცესი გადაიღო. გრინფისი ამტკიცებს, რომ სანქტ პეტერბურგში გადასაზიდად საფრანგეთი პანამის დროშით მცურავ ტანკერს იყენებს.
