უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ბალაშ ორბანი ბრიუსელის ელიტას ომის დაფინანსებისთვის თანხების მოძიებაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ბალაშ ორბანი ბრიუსელის ელიტას ომის დაფინანსებისთვის თანხების მოძიებაში ადანაშაულებს. ბალაშ ორბანი უკრაინაში კორუფციული სკანდალის ფონზე უპასუხისმგებლოს უწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტის წევრი სახელმწიფოებისათვის გაგზავნილ მოწოდებას, რომელიც უკრაინის 137 მილიარდი ევროთი დახმარებას ეხება. „როდესაც ევროპული ოჯახები ინფლაციასა და ეკონომიკურ არასტაბილურობას ებრძვიან, ბრიუსელი კორუფციითა და გამჭვირვალობის ნაკლებობით დაჩრდილულ სამხედრო ძალისხმევაში გეგმავს მილიარდობით ევროს ჩადებას“,- წერს ბალაშ ორბანი.
