„როიტერსის“ ცნობით, ხვალ თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება
„როიტერსის“ ცნობით, ხვალ თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა იქნება. დროებით შეჩერებული სამშვიდობო პროცესის გააქტიურების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ზელენსკის თქმით, კიევი თურქეთში პარტნიორებს ომის დასრულებისთვის საჭირო წინადადებებს გააცნობს.
