„ლემონდი“ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის დაპირისპირებაზე წერს
„ლემონდი“ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის დაპირისპირებაზე წერს. გამოცემის ცნობით, ევროკომისიაში დიპლომატიური სფეროს გასაკონტროლებლად „სამეფო კარის თამაშების“ მსგავსი ბრძოლა მწიფდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში სულ უფრო მეტ უფლებამოსილებას ითავსებს, რითაც დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი კაია კალასი იზოლაციაში ექცევა. კალასი უშედეგოდ ცდილობს გამოვიდეს ფონ დერ ლაიენის ჩრდილიდან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიც უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ევროპული თავდაცვის განვითარებაა.
