2025 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებიდან ექსპორტზე 11 მილიონ ლარზე მეტის პროდუქცია გავიდა
2025 წლის მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობებიდან ექსპორტზე 11 მილიონ ლარზე მეტის პროდუქცია გავიდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ ძირითადად მოხდა ქათმის ხორცის, ხილის და ბოსტნეულის რეალიზაცია. საქსტატის ინფორმაციით, მესამე კვარტალში სამაცივრე მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 740 ადამიანია.
