ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა. ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პარტნიორი სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. წლევანდელი ფორუმის თემატური სესიები დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვის, ციფრული სერვისების განვითარების, სამართლებრივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლის, მედიაციის და სხვა აქტუალურ საკითხებს. ფორუმის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის. სომხეთის დელეგაციამ ასევე დაათვალიერა თბილისის იუსტიციის სახლი და ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულება.
