სამართალდამცველებმა 146 შეკვრად დაფასოებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს
სამართალდამცველებმა 146 შეკვრად დაფასოებული 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქეა დაკავებული.
