კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცდაათეულში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია
კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცდაათეულში და ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველო შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა შეაფასა. მათ შორისაა ამერიკული, გერმანული და ბრიტანული ორგანიზაციები.
